დღევანდელ რეალობაში, ბიზნესში ლიდერი პოზიციების დასაკავებლად და შესანარჩუნებლად დიდი როლი უკავია თანამედროვე ERP სისტემებს.
ამ მხრივ მნიშვნელოვანია პროდუქტმა უზრუნველყოს მონაცემების მაქსიმალური სიზუსტე და საიმედოობა. ნებისმიერი რგოლის თანამშრომლისთვის შესაძლებელი უნდა იყოს მისთვის შესაბამისი ინფორმაციის ოპერატიული ხელმისაწვდომობა. ინფორმაციის მომენტალური ასახვისთვის მნიშვნელოვანია სისტემის სხვადასხვა მიმართულებების მაღალი ურთიერთინტეგრაცია და პროცესების ავტომატიზაცია. ამ ყველაფრის პარალელურად კი, იგი უნდა იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო და შესაძლებელი იყოს პროცესების კონტროლი.
ეს ყველა ფუნქცია იდეალურად არის შერწყმული ისეთ ERP სისტემაში როგორიცაა - SAP.
ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკავილიფიციური და პროფესიონალი კადრებით, რომლებიც არაერთი წელია მუშაობენ ამ სისტემასთან - გუნდის წევრების ნაწილი 2008 წლიდან აქტიურად მუშაობს SAP სისტემაში.
ჩვენი კვალიფიკაციის და პროფესიონალიზმის კიდევ ერთი დადასტურებაა SAP-ის მიერ ოფიციალურად სერტიფიცირებული პირველი კადრები საქართველოში. ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე შეჩერებას, კომპანიის თვითმიზანია მუდმივი სრულყოფა და განვითარება - ჩვენი თანამშრომლები მუდმივად გადიან SAP-ის ოფიციალურ კურსებს და ზრუნავენ კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
როგორც უშუალოდ SAP-ში, ასევე სხვადასხვა სისტემებთან ინტეგრაციაში ჩვენი გუნდის წევრებს აქვთ მრავალწლიანი და მრავალფეროვანი გამოცდილება:
FI (Financial Accounting); FI-AA (Asset Accounting); PSM-FM (Found Management); CO (Controlling); MM (Materials Management); SD (Sales and Distribution); PM (Plant Maintenance); EWM (Extended Warehouse Management); BI (Business Intelligence); BW (Business Warehouse); SF (Success Factors); HCM (Human Capital Management); C4C (Cloud for Customer); BC (Business Connector); Development
SAP სისტემის დანერგვა თეგეტა მოტორსის 20-მდე შვილობილ კომპანიაში; SAP სისტემის განახლება; საავტომობილო სერვისის მიმართულების ოპერაციების დანერგვა; სხვადასხვა სახელმწიფო სერვისებთან ინტეგრაცია - RS.GE, მომსახურების სააგენტო; ინტერნეტ-ბანკთან ინტეგრაცია და მონაცემების ავტომატური მიმოცვლა; გაყიდვების ონლაინ პორტალთან ინტეგრაცია; მომხმარებელთა ლოიალობის სისტემების დანერგვა; საავტომობილო სფეროს სხვადასხვა დილერების და მომწოდებლების პროგრამებთან ინტეგრაცია - Audatex, Toyota DMS და ა.შ.; ქოლცენტრის პროგრამის დანერგვა; PayRoll; ABAP პროგრამირების ენაზე SAP-ის 700-ზე მეტი შესრულებული დავალება.
კონსულტაციები ERP სისტემების კუთხით, ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზირება. პროგრამული მხარის და ბიზნეს-პროცესების შესაბამისობაში მოყვანა.
კომპანიის ბიზნეს-პროცესების და მოთხოვნების შესწავლა, კონცეპტუალური პროექტის მომზადება/შეთანხმება და მის მიხედვით SAP სისტემის დანერგვა კომპანიაში.
პროგრამული დავალებების მიღება, დამუშავება და პროგრამირება როგორც ABAP-ზე ასევე სხვა პროგრამირების ენებზე.
ტექნიკური დავალებების ჩამოყალიბება და მათი მიხედვით SAP-ის სისტემაში საჭირო კონფიგურაციების განხორციელება.
წარმოქმნილი პრობლემების და ხარვეზების ოპერატიულად მოკვლევა, მათი მოგვარების გზების შემუშავება და განხორციელება.
ქ.თბილისი, 0131, დ.აღმაშენებლის ხეივანი N129
ორშაბათი-პარასკევი: 09:30-18:30